კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის დარგში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებების, ენერგეტიკის დარგში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიზანი, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებაა.

„მსგავსი რეფორმები ენერგეტიკის სფეროში საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. 2019-20 წლებში მიღებულია ყველა ძირითადი კანონი, რომლითაც ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელებისთვის მყარი საკანონმდებლო საფუძველი შეიქმნა. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, განხორციელდა არაერთი რეფორმა, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების წახალისების და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიმართულებით, ასევე გრძელდება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება-დამტკიცების პროცესი", - განაცხადა მან.

სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს ასევე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ უპასუხა. სხდომას ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე მოსმენილი ანგარიში ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა