საქართველოში გაზიარებული ინტელექტუალური სერვისების სექტორის შესახებ პირველი ფართომასშტაბიანი საჯარო დიალოგი გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის გაიმართა პირველი ფართომასშტაბიანი დიალოგი თემაზე: „გაზიარებული ინტელექტუალური სერვისების სექტორი საქართველოში: განვითარების პერსპექტივები და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება". ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„გაზიარებული ინტელექტუალური სერვისების სექტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი და სწრაფად მზარდი სექტორია მთელ მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში", - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია აღნიშნულ სექტორში არსებული სირთულეები დროულად დაიძლიოს და ამ სექტორის განვითარების პოტენციალის ეფექტურად ათვისება მოხდეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინტელექტუალური სერვისების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი მიმართულებაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვისა და შემოსავლების ზრდისთვის.

„საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ელექტრონული კომერციის სწრაფი განვითარება ორმაგად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, რომელმაც ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და ელექტრონული კომერციის ზრდა მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო დააჩქარა", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო PMCG-ის გუნდის კვლევის შედეგები, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა, რის შემდეგაც დიალოგის მონაწილეებმა სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს