ბადრი ჯაფარიძე - შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების გატარება, დააჩქარებს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამას მხარს უჭერენ სტრატეგიული პარტნიორები

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა დაჩქარდეს,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან ფილიპ რიკერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა მწვავე საკითხს, რომელიც აღელვებს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევებს, ქვეყნის შიგნით მომდინარე პოლიტიკური პროცესებსა და მართლმსაჯულების რეფორმას.

„საუბარი შეეხო შეთანხმებას, რომელიც მიღწეულ იქნა შეერთებული შტატების ჩართულობით და შარლ მიშელის მედიაციით, ასე რომ, ყველა ეს საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს, იყო განხილული. ჩვენს ქვეყანას და თანამოქალაქეებს გვაქვს სრული მხარდაჭერა შეერთებული შტატებიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ გააქტიურდა ჩვენი სტრატეგიული მეგობრების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში, ეს მიუთითებს, რომ გაიზრდება ჩართულობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა დაჩქარდეს, უნდა მოვახერხოთ, რომ გავატაროთ ყველა ის რეფორმა, რომელიც განსაზღვრულია იმ დოკუმენტით, რომელსაც ჩვენ შევუერთდით. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების გატარება ცხოვრებაში, დააჩქარებს ჩვენს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამას მხარს უჭერენ სტრატეგიული პარტნიორები", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა