“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”  დაბა სტეფანწმინდის გგს-ში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 8 ივნისს დაბა სტეფანწმინდის გგს-ში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 8 ივნისს დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8 ივნისის 09:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდასა და სოფელ გერგეთს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”, - აცხადებენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა