„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს განიხილავს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რათა პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე ძლიერად წარსდგეს.

„განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა მათ შორის გეგმა და სტრატეგია პირველ განცხადებას მნიშვნელოვანი კანონპროექტის ირგვლივ გააკეთებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და მივიტანოთ ყველა ჩვენი მოქალაქის ხმა.

ჩვენ ამ პარლამენტს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარვსდგეთ ძლიერად.

ძალინ დიდი იმედი მაქვს რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად დაამარცხებს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“.

მე ამ პარლამენტს ვუყურებ, როგორც გარდამავალ პარლამენტს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც ცნობილია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია საკანონმდებლო ორგანოში მუშობას იწყებს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ 19 პრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერაზე.

შეგახსენებთ, 7 ივნისს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 32 წევრიანი ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას“ შექმნას მხარი დაუჭირა. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა