სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი  საქართველოში კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას უმასპინძლებს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით.

საზეიმო მიღებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, ღონისძიებაზე აგრეთვე გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის.

„მემორანდუმის მიზანია ერთობლივი თანამშრომლობის ზოგადი პრინციპების დაწესება ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში, რომლის მიხედვითაც მოხდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის გაგრძელება ახალი მიმართულებებით. ცერემონიაზე კურსდამთვრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი: კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის, ქიმია/ბიოქიმიის და კომპიუტერული მეცნიერების დარგებში. ვინაიდან, გასულ წელს პანდემიური ვითარების გამო, კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია მხოლოდ ვირტუალურად გაიმართა, მიმდინარე წლის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც 2021 წლის, ასევე 2020 წლის კურსდამთავრებულები. ღონისძიებაზე აგრეთვე, გამოიფინება 2020 და 2021 წლის საბაკალავრო პროექტები.

აღსანიშნავია, რომ სდსუ საქართველოს კურსდამთავრებულთა 43% უნივერსიტეტს წარჩინებით ამთავრებს. ისინი აღჭურვილი არიან ყველა საჭირო უნარითა და ცოდნით რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან გლობალური პრობლემები. აგრეთვე, წლევანდელი ცერემონიის მონაწილე სტუდენტთა 37% ქალია, რაც სდსუ საქართველოს მიერ აქამდე განხორციელებული, STEM დარგებში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებების შედეგია.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში. SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური სტემ კადრების მომზადება. სდსუ საქართველოს პროგრამებს უკვე ჰყავს 250 კურსდამთავრებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა