თამარ კორძაიას განცხადებით, პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს შეინარჩუნებს და არც ერთ ფრაქციაში არ გაწევრიანდება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, ის მე-10 მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს შეინარჩუნებს და არც ერთ ფრაქციაში არ გაწევრიანდება. ამის შესახებ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მე-10 მოწვევის პარლამენტში მისი ხმა ადამიანის უფლებების მიმართულებით გაისმება, რადგან მიაჩნია, რომ "ვითარება კიდევ მძიმეა და დღეს საქართველოში ადამიანებს წაერთვათ უფლება დემოკრატიაზე, არჩევანის უფლება დღეს ეჭვქვეშ დგას ამ ქვეყანაში".

"მე-10 მოწვევის პარლამენტში მომიწია დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შემოსვლა. ვფიქრობ, პარლამენტის წევრის სტატუსი საკმარისად მაღალია იმისთვის, რა საქმიანობის განხორციელებაც გინდა, ამაზე ამოიღო ხმა და ისაუბრო. ამიტომ, ამ ეტაპზე არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ. რაც შეეხება სამუშაო ხედვებს, მე-8 მოწვევის პარლამენტში ჩემი ხმა ისმოდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ეს ხმა უფრო ძლიერი იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტში იმიტომ, რომ ვითარება კიდევ მძიმეა და დღეს საქართველოში ადამიანებს წაერთვათ უფლება დემოკრატიაზე, არჩევანის უფლება დღეს ეჭვქვეშ დგას ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი, ამიტომ მიდის დისკუსია საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით. ჩემი საქმიანობა იქნება პარლამენტის წევრის საქმიანობა, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და რომელიც ეცდება იმ ადამიანების ხმა გაახმოვანოს ამ შენობაში, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი არჩევანის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემების და პროცესის განვითარებისთვის",- განაცხადა კორძაიამ.

მისივე განცხადებით, ის მე-10 მოწვევის პარლამენტს გარდამავალ პარლამენტად თვლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებამდე.

"დიახ, მე ვარ ადამიანი, რომელიც ვთვლიდი და ვთვლი, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ შემოდგომაზე ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მოქალაქეების უმრავლესობის ნება არ იყო ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დავანახოთ ხელისუფლებას.

ჩვენ პარლამენტში შემოვედით მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, როდესაც მთელი ევროპა ჩაერია და დაინახა, რომ საქართველოში ხელისუფლება ძალადობს ოპოზიციაზე და მოქალაქეებზე, დაინახა თვალნათლივ ნიკა მელიას დაჭერით. ამის შემდეგ მოვიდა კომპრომისების გზა. ნამდვილად რთულია ჩემთვის ამაზე პასუხის გაცემა, იმ უმცირესობაში ვარ, რომელსაც ნამდვილად სჯერა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა",- განაცხადა კორძაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო