თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით,  3 წლის მანძილზე 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო

3 წლის მანძილზე 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო. რაც ჯამში 100 ჰექტარი განახლებული სივრცეა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ კახა კალაძის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქში დაახლოებით 14 000 ჰექტარს სატყეო ზონის სტატუსი მიენიჭა.

„მინდა დავიწყო იმ შთამბეჭდავი ქმედებებით, რაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ. შედეგი სახეზეა, 3 წლის მანძილზე მოეწყო 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული. რაც ჯამში არის 100 ჰექტარი განახლებული სივრცე. რა თქმა უნდა, ამან ძალიან დიდი შედეგი მოახდინა დედაქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და ცხოვრების ხარისხზე. გენგეგმამ დააბრუნა ტყე დედაქალაქში, როგორც მოგეხსენებათ, სატყეო ზონა არ არსებობდა და დაახლოებით 14 000 ჰექტარს სატყეო ზონა მიენიჭა. რაც არის ყველაზე მაღალი დაცვის ფუნქციური ზონა დედაქალაქში. ასევე, ჯამში 20 ჰექტარზე მოეწყო ტყე, იქ სადაც როდესღაც იყო ტყე და ბოლო წლები მწვანე ნარგავი ფაქტიურად დარჩენილი არ იყო“, - განაცხადა ბასილაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა