თამარ კორძაია - შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა  გასაგებია, რადგან  დებულებები ისე სრულდება, რომ ღირსების შელახვის ზღვარზე გადის

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, ის მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს არ ეთანხმება და არ გამორიცხავს ხმა მის წინააღმდეგ მისცეს.

როგორც კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ არ მოქმედებს იმ სულისკვეთებით, რისთვისაც ეს შეთანხმება შედგა.

„ქართული ოცნების“ შექმნილ კანონპროექტს ცალსახად არ ექნება მხარდაჭერა. უფრო მეტიც შეიძლება წინააღმდეგაც მივცე ხმა. "ქართული ოცნება" არ მოქმედებს იმ სულისკვეთებით, რისთვისაც ეს შეთანხმება შედგა, არ არის მოტივირებული, რომ რეალური დიალოგი წარმართოს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან და დებულება ისეთი ფორმით ჩაწერა, რაც ღირსების შემლახავი შეიძლება იყოს არა მარტო პარტიის თავმჯდომარისთვის, არამედ, ნებისმიერი ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე, თუ „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ასეთ ზღვარზე უნდა იაროს ამ შეთანხმების შესრულების, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებას ჩვენი ევროპელი და დასავლელი კოლეგები დაინახავენ“, - განაცხადა კორძაიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის საკითხს ისე, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელს არ აწერენ, როგორც კორძაია ამბობს, ეს პარტიული გადაწყვეტილებაა და ერთ-ერთ მიზეზად მმართველი პარტიის მიერ დებულებების „ღირსების შელახვის ზღვარზე“ შესრულებას ასახელებს.

„დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში სრულად იყოს წარმოდგენილი ყველა წევრი. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერას, ეს გასაგებია, რადგან დებულებები ისე სრულდება, რომ ზღვარზე გადის ღირსების შელახვის. პარტიაში გადაწყდა, რომ პარლამენტში შემოსულიყო, მაგრამ ხელი არ მოეწერათ, მოსწონს ეს თუ არ მოსწონს „ქართულ ოცნებას“ თუ ვინმეს, ეს მათი პარტიული გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა კორძაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო