გიორგი ვაშაძემ სოფელ შუქრუთში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები პარლამენტში, საკუთარი კაბინეტის წინ გამოფინა

პარლამენტის ოპიზიციონერმა დეპუტატმა ,“ სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები პარლამენტში, საკუთარი სამუშაო კაბინეტის წინ გამოფინა.

ფოტოებზე აღბეჭდილია ეკოლოგიური პრობლემები, რომლის წინაშეც სოფელი შუქრუთია და თავად მოშიმშილე შექრუთელები.

"ეს ხალხი 30 დღეზე მეტია შიმშილობს. ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მათთან არ ჩასულა. მათ არ შეხვედრია არც კომპანიის გაკოტრების მმართველი, რომელიც ხელისუფლების მიერ დანიშნული პირია.

რადგან „ქართული ოცნება“ ამ ხალხთან არ მიდის და არ ინტერესდება, რაზე აქვთ მათ პრეტენზია და რატომ შიმშილობენ, პარლამენტში წარმოვადგენ ფოტოებს, რათა აქ მაინც ნახონ ის ეკოლოგიური კატასტროფა, რასაც შუქრუთში აქვს ადგილი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილეები ითხოვენ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვება შეწყვიტოს, ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა