თბილისის მერმა საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა

დღეს ნამდვილად სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ 2017 წელთან შედარებით, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს პროგრესს მივაღწიეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მან საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები განხორციელდა.

„როცა 2017 წელს, მერის არჩევნებისთვის მიმდინარეობდა მზადება, ერთ დიდ პრობლემას შევეჩეხეთ - თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას. საკითხის შესწავლისას, ცხადი გახდა, რომ თუ არ გამოვასწორებდით მდგომარეობას დღეს, ხვალ უკვე ისე გვიანი იქნებოდა, რომ ნებისმიერი რეფორმა, ქალაქის სასიკეთოდ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, წყალში ჩაიყრებოდა. არჩევნებამდე მკაფიოდ განვსაზღვრეთ ის მიზნები, რომელიც აღნიშნული მიმართულებით უნდა განგვეხორციელებინა, რადგანაც შეუძლებელია სიცოცხლით სავსე ქალაქის შენება, თუკი გარემოს დაცვის, ეკოლოგიის მიმართულებით უმაღლესი სტანდარტები არ არის დაცული. ჩვენ გვსურდა, რომ ძირეულად შეგვეცვალა დედაქალაქში ამ კუთხით არსებული მიდგომები, რაც კომპლექსური ნაბიჯების გადადგმასა და მასშტაბური რეფორმების განხორციელებას მოითხოვდა. დღეს, ნამდვილად სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ 2017 წელთან შედარებით, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს პროგრესს მივაღწიეთ.

ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ ამდენ ახალ და აღდგენილ მწვანე სივრცეს, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, თანამედროვე რეკრეაციულ ზონებსა და ევროპული დონის პარკებს, სადაც დედაქალაქის მცხოვრებლები, თბილისის სტუმრები სასიამოვნოდ ატარებენ დროს. როგორც უკვე აღვნიშნე, განვლილი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები განხორციელდა“, - განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს