ხათუნა სამნიძე - ამნისტიის პროექტიდან ამოღებული უნდა იყოს ჩანაწერი, რომელიც პირდაპირ ნიკა მელიას უკავშირდება და ამნისტიაზე მის თანხმობას ითხოვს

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერ ათვითცნობიერებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭიროა ამნისტიის შესახებ პროექტზე შეთანხმება და არა ყველა პუნქტზე ბარიერების აღმართვა, - ამის თაობაზე საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, საკითხის მეორე მოსმენით განხილვის დროს პროექტიდან ამოღებული უნდა იყოს ჩანაწერი, რომელიც “პირდაპირ ნიკა მელიას უკავშირდება და ამნისტიაზე მის თანხმობას ითხოვს“.

“გასაგებია, რომ ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ამნისტიაზე თქვას უარი, მაგრამ ეს ისე არ ხდება, როგორც “ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ პროექტში ჩადო. მთელი მისი ენერგია მიმართულია იქეთკენ, რომ როგორმე ოპოზიციას ავნოს“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო