კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის წერილი კიდევ ერთი დასტური იყო, რომ გიორგი გახარიას პარტიის  დაფუძნება ივანიშვილის პროექტი არ არის

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ყველაფერი იყო ნათქვამი. წერტილი დაუსვა იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს გიორგი გახარიას პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილის პროექტია, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „არ იყო მოსაწონი“ ის გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მხრიდან გადაიდგა.

„ბევრი მითქმა-მოთქმა იყო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი გახარაის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მან პოლიტიკური პარტია დააფუძნა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ იმყოფება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, როდესაც მან პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, წერილი, რომელიც საზოგადოებამ გუშინ იხილა, კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება ივანიშვილის პროექტი არ არის“,-განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა