„ჯივიპი“ დღეს, კალანდაძის  ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

დღეს, 8 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, კალანდაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.

„გადაერთებითი სამუშაობის მიმდინარეობისას, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 8 ივნისს 21:00 საათიდან 9 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომრაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში - ორთაჭალის ქუჩის ნაწილს და შესახვევებს, გორგასლის და კრწანისის ქუჩების ნაწილს; ნოდარ ტაბიძის, კალანდაძის, გრიშაშვილის, მირზა შაფის, ქუმსიაშვილის, ლორთქიფანიძის, ბერძნის, ეფრემ მცირის, მეფისაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო