კახა კუჭავა „ნაცმოძრაობაზე“ - მიხარია, რომ შემოდიან, რადგან აუცილებელია  პარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა  იყოს წარმოდგენილი

მიხარია, რომ შემოდიან, რადგან აუცილებელია პარლამენტში იყოს ყველა პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, სასურველია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწეროს.

„აუცილებელია ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა და წარმოდგენილია საქართველოში, თავიანთი მანდატები გამოიყენონ და დაიკავონ ეს ადგილები, რომელიც მათ ეკუთვნით - ზუსტად თავიანთი ამომრჩევლის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში. მე ადრეც ვამბობდი, მოვუწოდებდი მათ და მიხარია, რომ შემოდიან, რადგან აუცილებელია პარლამენტში იყოს ყველა პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი. მე ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ვისურვებ მათ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს, იქ არის ბევრი მნიშნელოვანი პუნქტი, რაზეც აუცილებელია ყველა პარტიის ჩართულობა და რთული იქნება მასში მონაწილება მიიღოს იმან, ვისაც არ აქვს ხელი მოწერილი. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი იქნება მათ ხელი შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერონ და შემოუერთდნენ ამ ვალდებულებებს, რომელიც პარტიებმა დოკუმენტზე ხელმოწერით ავიღეთ და შემდგომ უკვე გავაგრძელოთ ერთად მუშაობა იმ საკითხებზე, რომელიც გათვალსიწინებულია ამ დოკუმენტში.

მათ ნებისმიერი განცხადების გაკეთების საშუალება აქვთ, მათ შორის უკვე პარლამენტიდანაც. წინ გველოდება არჩევნები და არჩევნები, რომელზეც ხალხმა თავისი ნება უნდა დააფიქსიროს, ხოლო ჩვენ, „ქართული ოცნება“ ჩვენს გამარჯვებაში ვართ დარწმუნებული. ეს არ იქნება მხოლოდ 43%“, - განაცხადა კუჭავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა