შინაგან საქმეთა სამინისტროში მზის ენერგიის ელექტროსადგური გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ ნოე რამიშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე მზის ენერგიის ელექტროსადგური გახსნეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული სადგურის მზის პანელების მეშვეობით, მოქმედი ტარიფის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის ხარჯი წლის განმავლობაში 23%-ით დაიზოგება.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.

„ყოველწლიურად ხდება შენობებში არსებული მოძველებული ტიპის სანათების ეტაპობრივად ჩანაცვლება თანამედროვე, ენერგოეფექტური სანათებით, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტები ისე ხორციელდება, რომ სამშენებლო ობიექტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია და გაზი დათბუნებისა და თანამედროვე აგრეგატების ხარჯზე იყოს მინიმალური. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში, ლიეტუვურმა კომპანია JSC „Saulės grąža“-მ განახორციელა. იგი მიზნად ისახავს უწყების მიერ მოხმარებული ენერგორესურსების მაქსიმალურად შემცირებას, ასევე, კლიმატის ცვლილების შემსუბუქების მიმართულებით ლიეტუვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას, საქართველოში მზის ენერგიის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით. პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის კოორდინაციით განხორციელდა“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო