ანა ნაცვლიშვილი - საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის“  გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია

იმედი მაქვს, საპარლამენტო მუშაობა იმ ვადაში, რა ვადაშიც ქვეყანა სამართლიანი ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა მოვამზადოთ, მაქსიმალურად ეფექტური და აქტიური იქნება, - ასე ეხმაურება ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას.

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია.

“მივესალმები, რომ დღეიდან პარლამენტში ოპოზიციური ფლანგი გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გახდება. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა