თამარ გაბუნია - „ფაიზერთან“ მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს - დეტალები  გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილია

„ფაიზერთან“ მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ მოკლე ხანში გვექნება იმის საშუალება, რომ ზუსტი ვადები გაგაცნოთ. დეტალები არის გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ზოგადად ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვის ასაკს, როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასე დარჩება მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ეს იქნება „ფაიზერი“, „ნოვავაქსი“ თუ ნებისმიერი სხვა.

„18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება. რაც შეეხება შეზღუდვას, შეზღუდვა შეეხება „ასტრაზენეკას“, რომელიც რეკომენდირებულია მხოლოდ 45 წელს ზემოთ ადამიანზე, რაც ჯერჯერობით ასე დარჩება, თუ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნა კიდევ მოწოდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. რაც შეეხება „ფაიზერთან“ მუშაობის დეტალებს, პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ მოკლე ხანში გვექნება იმის საშუალება, რომ ზუსტი ვადები გაგაცნოთ. დეტალები არის გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილი, ამიტომ ჯერჯერობიათ ამაზე საუბრის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი გვექნება დასრულებული ეტაპები, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ“, - აცხადებს გაბუნია.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა