ანა ნაცვლიშვილი - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება არ არის

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება არ არის - პროექტი ადამიანის უფლებათა სტანდარტის თვალსაზრისით, უკიდურესად პრობლემურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაწერილი პროექტი მომავალში ანალოგიური დანაშაულების ჩადენას აუცილებლად წაახალისებს. მისივე თქმით, მმართველი გუნდის პროექტში ფორმალურადაც არ არის ნახსენები „დაზარალებული“, რაც მრავლის მთქმელი და სიმპტომატურია.

„ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროკურატურამ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს ფაქტობრივად ამნისტირება გაუკეთა, რადგან სამი ადამიანის გარდა, არავის ბრალი არ წარდგენია. ცხადია, „ქართული ოცნების“ პირობებში არც გვქონდა ილუზია იმისა, რომ 20 ივნისის ამბებს გამოიძიებდნენ, მაგრამ მათი კანონპროექტი ფორმალურადაც დაუსჯელობას მწვანე შუქს უნთებს. უმრავლესობის წევრებისგან ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, რითი აზღვევენ ისინი მომავალში იგივეს დანაშაულის გამეორებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს