იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობაზე“ - რუდუნებით და პატივისცემით შევხვდები მათ შემოსვლას პარლამენტში

მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შემოსვლა ისევე, როგორც საფეხბურთო ჩემპიონატზე გუნდის გასვლა, რომელსაც ძლიერი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ჰყავს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერს და აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილების მიღებას აგვიანებს ხოლმე".

„რუდუნებით და პატივისცემით შევხვდები მათ შემოსვლას პარლამენტში. მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შემოსვლა ისევე, როგორც საფეხბურთო ჩემპიონატზე გუნდის გასვლა, რომელსაც ძლიერი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ჰყავს. ეს ხომ მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, ვის გულშემატკივრობ? სრულყოფილი რომ იყოს პარლამენტი ამისთვის საჭიროა „ნაციონალური მოძრაობა" იყოს პარლამენტში. ცუდი ქნეს, რომ აქამდე დააგვიანეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეგვაჩვია დაგვიანებებს, მაგრამ მაინც სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ საბოლოო ჯამში. ამიტომ იმედი მაქვს, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებითაც იგივე იქნება",- განაცხადა ხვიჩიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს