თამარ გაბუნია - ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია, რადგან  სხვაგვარად მასიური ვაქცინაციის  პროგრამას ვერ განვახორციელებთ

ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია, რადგან ჩვენ სხვაგვარად მასიური ვაქცინაციის პროგრამას ვერ განვახორციელებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მასიური ვაქცინაციის ცენტრების დამატებაზე.

„ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია, რადგან ჩვენ სხვაგვარად მასიური ვაქცინაციის პროგრამას ვერ განვახორციელებთ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის კაბინეტები ძალიან დატვირთულია თბილისში, შედარებით ნაკლები დატვირთვაა რეგიონებში, თბილისშიც ემატება, ასევე მიდის აქტიური მუშაობა მასიური ვაქცინაციის ცენტრების დამატებაზე.

რაც შეხება ანაზღაურებას, როდესაც პროგრამა დაიგეგმა, განისაზღვრა ორჯერადი ვაქცინაცია 5 ლარი, რაც შემდეგ უკვე, როდესაც დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა ვაქცინაციის კაბინეტების მიმართ, მათ შორის გადაუდებელი დახმარების სერვისის, მონიტირინგის გაწევის აუცილებლობა, გადაფასდა ეს ღირებულება და ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი რესურსის მობილიზებაზე, რათა მეტი მოტივაცია შევუქმნათ კლინიკებს. სავარაუდოდ, გაორმაგდება, მაგრამ ამ დეტალებზე ვმუშაობთ და დამატებით კიდევ გვექნება დაზუსტებული პასუხი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო