ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - იმისთვის, რომ ღამით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნას, უნდა ვნახოთ ეპიდემიის  სტაბილური და აქტიური კლება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისათვის, რომ ღამით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნას, „უნდა ვნახოთ ეპიდემიის მეტად სტაბილური და აქტიური კლება“.

„ჯერჯერობით უნდა დავაკვირდეთ ეპიდემიურ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. შევხედავთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიური სურათი როგორ განვითარდება. ამასთან ერთად, როგორც ვხედავთ, იმატებს ვაქცინირებულების რაოდენობაც და ეს ბალანსი მოგვცემს იმ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, რამდენად გვექნება რესურსი ამით შეზღუდვის მოხსნის. ჯერჯერობით ამ თვეში მაინც სიფრთხილე გვმართებს, რადგან ვხედავთ დღეს 1000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს. უნდა ვნახოთ ეპიდემიის მეტად სტაბილური და აქტიური კლება“, - აცხადებს გაბუნია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა