გიორგი ვაშაძე „ნაცმოძრაობაზე“ - ვინც „ქართული ოცნება" ვაიძულეთ, მიშელის დოკუმენტს დათანხმებოდა, მოღალატეებად გამოგვაცხადეს, ახლა გვეუბნებიან, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს კანდიდატებზე მხარი დაგვიჭირეთო

ვინც „ქართული ოცნება" ვაიძულეთ, შარლ მიშელის დოკუმენტს დათანხმებოდა, მოღალატეებად გამოგვაცხადეს, დღეს განვმოღალატევდით, ჩვენ ხომ აღარ ვართ ახლა მოღალატეები, პირიქით - მოდიან და გვეუბნებიან, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს კანდიდატებზე მხარი დაგვიჭირეთო - ეს არის ორსახოვნება პოლიტიკაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" შესვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში შედიან და იმედოვნებს, რომ ოპოზიციის დაინიცირებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

„ნაციონალური მოძრაობა" რომ პარლამენტში შემოდის, ეს კარგია. რაზე იმუშავებენ, რას გააკეთებენ, რა მიზნით შემოდიან, მათ უნდა გაარკვიონ. დოკუმენტზე ხელმოწერას რაც შეეხება, ჩვენ დოკუმენტზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ პარლამენტში კონკრეტული მიზნით შემოვედით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა ამ მიზნის განუყოფელი ნაწილია. რა მიზნით შემოდის "ნაციონალული მოძრაობა", ეს მათი პარტიის საკითხია.

მათგან განსხვავებით არ ვისაუბრებ არც „ტაბურეტკაზე“ და არც სავარძელზე. ვფიქრობ, ყველაფერს ნათელი მოეფინება. ვინც „ქართული ოცნება" ვაიძულეთ, შარლ მიშელის დოკუმენტს დათანხმებოდა, გამოგვაცხადეს მოღალატეებად. დღეს განვმოღალატევდით, ჩვენ ხომ აღარ ვართ ახლა მოღალატეები. პირიქით - მოდიან და გვეუბნებიან, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს კანიდატებზე მხარი დაგვიჭირეთო. ეს არის ორსახოვნება პოლიტიკაში და ამის გარჩევა თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა ისწავლოს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა, 15-მა ადამიანმა დარტყმა ჩვენს თავზე ავიღეთ. იმიტომ, რომ ვიცოდით, ეს იყო სწორი გზა ქართული სახელმწიფოებრიობის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის დამადასტურებელია დელეგაცია დელეგაციაზე. სხვებს რაც შეეხებათ, მათ რიტორიკა შეიცვალეს. ამას მივესალმები. იმედი მაქვს, ცვლილებებზე, რომელსაც ვარეგისტრირებთ, მხარს დაგვიჭერენ ხოლმე",- განაცხადა ვაშაძემ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!