ანა ბუჩუკური - მმართველმა გუნდმა დაადასტურა, რომ გახარიას მიმართ კობახიძის განცხადებები ეფუძნებოდა არა ფაქტებს, არამედ იყო ცილისწამება

კომიკურია, მაგრამ მმართველმა გუნდმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ გიორგი გახარიას მიმართ ირაკლი კობახიძის განცხადებები ეფუძნებოდა არა ფაქტებსა და მტკიცებულებებს, არამედ იყო ცილისწამება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ბუჩუკურმა გააკეთა.

ბუჩუკურის შეფასებით, კობახიძის უმძიმესი ბრალდებები მიმართული იყო არა მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ, არამედ „რაც უფრო მძიმეა, მოქმედი პოლიციელებისა და ჯარისკაცების მისამართით“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თითქოს მზადდებოდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რაში მონაწილეობაშიც ბრალი დასდო როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ასევე მოქმედ პოლიციელებსა და მოქმედ ჯარისკაცებს. ამაზე ჩვენმა გუნდმა სამართლებრივი რეაგირება და გამოძიების დაწყება მოითხოვა. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის ლიდერშიპი იძულებული გახდა უკან დაეხია და რიტორიკა შეეცვალა. გუშინ მოვისმინეთ, თითქოს ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო არა ბრალდებები, არამედ - პოლიტიკური განცხადებები“, - განაცხადა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბუჩუკურმა ასევე აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკურ გუნდში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება მათზე ზეწოლა.

“ძალიან გულწრფელად ვწუხვარ, რომ დღევანდელი მმართველი პარტია დღითიდღე წინამორბედს ემსგავსება - ეს მეთოდები არავისთვის კარგის მომტანი არ არის“, - მიმართა ბუჩუკურმა “ქართული ოცნების“ წევრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა