ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შესვლის  გადაწყვეტილება იყო სწორი, რადგან პარლამენტში უკვე საჭიროა ძლიერი ოპოზიციური ხმა

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება იყო სწორი, რადგან საქართველოს პარლამენტში უკვე საჭიროა ძლიერი ოპოზიციური ხმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„როდესაც ზოგადად ოპოზიციური ერთობა ბოიკოტის სახით იყო გარეთ, ამან საკმაოდ სერიოზულ შედეგამდე მიგვიყვანა.

მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს გადაწყვეტილება იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან უკვე საჭიროა ძლიერი ოპოზიციური ხმა საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ძლიერი ოპოზიციური ხმა მიგვიყვანს სწორედ იმ შეთანხმების საბოლოოდ დღის წესრიგში დაყენებასთან, ვადამდელი არჩევნების და რიგ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც არის მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქ ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ნაკაიძემ.

მისივე განმარტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გაიაზროს ის პრობლემები, რაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერამ შეიძლება მოიტანოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა