პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურამ, 4 ივნისს, ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ფაქტზე დ.გ.-ს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მ.ც.-ს და ა.რ.-ს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 ივნისს, ქუთაისში, დ.გ-მ, რომელიც ა.რ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში იმყოფებოდა, მოკვლის მიზნით, დ.ბ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.გ.-ს ქმედებას შეესწრნენ მ.ც. და ა.რ. და მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა დ.გ. და მ.ც. 5 ივნისს, ხოლო ა.რ. 6 ივნისს დააკავეს. დ.გ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე, ხოლო მ.ც.-ს და ა.რ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.გ.-ს და მ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ა.რ.-ს, მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო