ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობა“ უპრინციპო პარტიაა, პარლამენტში თავჩაღუნულებმა უნდა იარონ

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში შესვლა რაც არ უნდა გაამართლოს, მაინც უპრინციპო პარტიაა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაც მოუწევს.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები დარცხვენილები არიან და პარლამენტში თავჩაღუნულებმა უნდა იარონ.

„ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობა” პრინციპული და თავმოყვარე არასდროს იყო და საბოლოოდ გაფორმდა ასეთ პარტიად, რომელიც 7 თვე ამბობდა, რა მინდა გაყალბებული არჩევნების შემდეგ რომ შემოვიდეო. მელიამ კი განაცხადა, „პუფი“ უნდა იყო იქ რომ შეხვიდეო.

ახალგაზრდებს, რომლებიც “სირცხვილის კორიდორს” აწყობენ დაბლა, მინდა ვუთხრა, შეეშვან, ესკალაცია ჩვენთვის მიუღებელია, უნდა დასტაბილურდეს ქვეყანაში სიტუაცია, მაგრამ ღირსები არიან “პუფები” დაუდგან, იმიტომ, რომ ასე უწოდებდნენ საკუთარ თავს. რეალურად რა ხდება, დღეს შემოდიან და ეს სწორია, მივესალმები. ამას 6-7 თვეა ვესაუბრებით ჩვენც და მთელი დასავლეთიც, რომ აქცენტირება გააკეთეთ იმ საჭიროებზე, რაც ქვეყანაშია - უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, ინფლაცია. ახლა შემოდიან დარცხვენილები, თავჩაღუნულებმა უნდა იარონ. რაც არ უნდა „გაიპრავონ“ აქ შემოსვლა, უპრინციპოები არიან, თუმცა ამას არ წამოვაძახებთ, თუ თვითონ არ მოითხოვეს. აქცენტირება გავაკეთოთ მიშელის დოკუმენტზე. ხელის მოწერა მოუწევთ. როგორც თავის დროზე ამბობდნენ, ვერ დაგვიჭერთო - დაიჭირეს. ამბობდნენ, გირაოზე თანხმობას არ გეტყვითო, მოუწიათ დათანხმება, ისე გამოცუნცულდა ციხიდან. ახლაც ამბობენ, არ მოვაწერთ ხელსო, მოუწევთ იმიტომ, რომ დასავლეთმა გვითხრა, წინ რომ წახვიდეთ და ესკალაცია შემცირდეს, ეს თემები უნდა განიხილონ და ხელი მოაწერონ“, - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა