„ქართული ოცნება“ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილების მართვაზე პასუხისმგებლობისა და სანქციების გამკაცრებაზე „მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს

„ქართული ოცნება“ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილების მართვაზე პასუხისმგებლობისა და სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით „მოქალაქეების“ დეპუტატების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს.

შესაბამისი განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

„ეს არის ინიციატივა, რასაც მხარი უნდა დავუჭიროთ. არ შეიძლება ინიციატივა, რომელიც კარგ მიზანს ემსახურება, მხარდაჭერილი არ იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ადმინისტრაციულ სამართლადღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ავტორმა და ინიციატორმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის წევრებს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დასახიჩრებულთა სტატისტიკა გააცნო და როგორც განაცხადა, ქვეყანა ამ მხრივ ეროვნული ტრაგედიის წინაშე დგას.

„აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები, რომელიც ასეთ ტრაგედიებს აგვაცილებს და არსებულ სტატისტიკას მინიმუმადე დაიყვანს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნასვამი მძღოლებისათვის განმეორებით შემთხვევაში სანქცია უნდა გამკაცრდეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოვიდეს. იმ გადასახადთან ერთად, რაც დღეს არის დაწესებული, პასუხისმგებლობის ზომად ადმინისტრაციული პატიმრობაც უნდა იყოს. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მძღოლების მორჩილებას კანონის მიმართ მხოლოდ თანხის გადახდა ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ უნდა ავირჩიოთ გზა, რაც მთელმა ცივილურმა სამყარომ აირჩია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ადმინისტრაციულ სამართლადღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს. კანონპროექტს კომიტეტების მხარდაჭერა აქვს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს