ანა ბუჩუკური - კოალიციას და ალიანსს არავისთან ვაპირებთ

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, პარლამენტის წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას კოალიცია და ალიანსი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ექნება. თუმცა, როგორც ბუჩუკურმა განაცხადა, ზეპარტიულ საკითხებზე თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.

"კოალიციას და ალიანსს ნამდვილად არავისთან ვაპირებთ. ახლად დაფუძნებულ პარტიას გვაქვს გეგმა, რომელსაც მოვუყვებით. რაც შეეხება თანამშრომლობას, მნიშვნელოვან, ზეპარტიულ საკითხებზე შინაარსობრივი და ღირებულებების თვალსაზრისით თუ დავემთხვევით, ყველასთან შესაძლებელია. თუმცა, კოალიციას და ალიანსს ნამდვილად არავისთან ვაპირებთ",- განაცხადა ბუჩუკურმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს