ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ პასპორტში  მითითებული იქნება  თუ როდის და რომელი ვაქცინით აიცრა ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ პასპორტში მითითებული იქნება თუ როდის და რომელი ვაქცინით აიცრა ადამიანი. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ასევე აღნიშნული იქნება ინფორმაცია იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა კორონავირუსი უკვე გადაიტანა.

„ე.წ. კოვიდ პასპორტს QR კოდი აქვს, სადაც წერია როდის ხართ აცრილი და რა ვაქცინით, არის ქართულად და ინგლისურად. ამავე დროს დაემატება ორი კომპონენტი, შეგეძლებათ „ბუკინგი“ გააკეთოთ იმ აპლიკაციიდან, რომელიც მალე გაეშვება ალბათ და ასევე თუ გქონდათ კოვიდი, როდის გქონდათ დადასტურებული, ბოლოს PCR ტესტი როდის გაიკეთეთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გარკვეული შეღავათებით შესაძლოა ისარგებლონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ვირუსი უკვე გადაიტანეს.

„მიჩნეულია, რომ მინიმუმ 6 თვე მაინც აქვს ადამიანს ანტისხეულები ვირუსის გადატანის შემდეგ და ის იცავს მას, ამიტომ, თუ ბოლო 6 თვეში ვირუსი გადატანილი გაქვთ, დაახლოებით იგივე შეღავათებით სარგებლობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო