დავით სონღულაშვილი -  გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები გვაძლევს ყველანაირ პოზიტიურ მაჩვენებელს, რომ ქვეყანა სწრაფად აღდგეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველოს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევას ულოცავს. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკის ზრდა პოზიტიური იყოს და ეკონომიკა სწრაფად აღდგეს.

„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს არჩევას გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში აღმასრულებელი საბჭოს წევრად. მინდა, მივულოცო ჩვენს ქვეყანას ეს დიდი წარმატება. მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც, სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიის შემდეგ დაზიანდა. შესაბამისად, ეს მიღწევა არის ძალიან ძლიერი მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს, მზად არის, რომ ახალი განაცხადი გააკეთოს ამ სექტორში და ამისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ზურაბ პოლოლიკაშვილს. აგრეთვე მინდა აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ეკონომიკურ მოცემულობას, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. მოცემულობა საკმაოდ მძიმეა კოვიდ პანდემიის შემდგომ, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის მაჩვენებლები, რაც ფიქსირდება. კონკრეტულად, აპრილის თვეში 45 % ეკონომიკის ზრდა და წლიური მაჩვენებელი პირველი იანვრიდან აპრილის ჩათვლით 8.1 % გვაძლევს იმის შესაძლებლობას და იმ პოზიტიურ მესიჯებს, რომლითაც გადაანგარიშდა და საპროგნოზო მაჩვენებელი 3.5%-დან 6.5 %-ზე გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცალსახად არის თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯების დამსახურება, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის მთავრობა, შესაბამისად, ამ ნაბიჯების გამო და ამ განხორციელებული თანმიმდევრული მოქმედებების გამო მყარდება ლარი. ერთ-ერთი კომპონენტი არის ეკონომიკის გახსნა და შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკის ზრდა იყოს პოზიტიური, ეკონომიკის აღდგენა იყოს სწრაფი და შესაბამისად, შევძლოთ იმ ფორმატში დაბრუნება, რაც კოვიდ პანდემიამდე იყო.

ტურიზმი ამისთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად, გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები გვაძლევს ყველანაირ პოზიტიურ მაჩვენებელს იმისა, რომ ქვეყანა სწრაფად აღდგეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს