ლევან იოსელიანი - განმეორებით შემთხვევაში ნასვამი მძღოლებისთვის სანქცია უნდა გამკაცრდეს  - აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები, რომელიც ამ ტრაგედიას აგვაცილებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან იოსელიანის თქმით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მძღოლებისთვის სანქციები უნდა გამკაცრდეს.

როგორც მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, განმეორებით შემთხვევაში ნასვამი მძღოლებისთვის უნდა შემოვიდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც 15 დღეს არ აღემატება.

„ეს არის ეროვნული ტრაგედია, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ყოველ წელს დაახლოებით 400 ადამიანზე მეტი ადამიანი იღუპება და ეს ციფრი უფრო მეტია, ვიდრე რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა. აუცილებლად უნდა მივიღოთ რაღაც ზომები, რომელიც ამ ტრაგედიას აგვაცილებს და ამ სტატისტიკას დაიყვანს მინიმუმამდე. მიგვაჩნია, რომ განმეორებით შემთხვევაში ნასვამი მძღოლებისთვის უნდა გამკაცრდეს სანქცია და უნდა შემოვიდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც 15 დღეს არ აღემატება. გადასახადთან ერთად, რაც დღეს არის დაწესებული, უნდა იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა. ჩვენმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ თანხის გადახდა ვერ უზრუნველყოფს მძღოლების მორჩილებას კანონის მიმართ“, - განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა