პაატა მანჯგალაძე - სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ეროვნული მოძრაობის სიმბოლოს, მერაბ კოსტავას სახლი იყოს ამ მდგომარეობაში

სიმბოლოებს, ღირებულებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ფუნდამენტში და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებები ამ ღირებულებებისა და სიმბოლოებისადმი განსაზღვრავს ჩვენი, როგორც მოქალაქისა და შემდეგ როგორც პოლიტიკოსის რაობას, - ამის შესახებ პარტია „სტატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მერაბ კოსტავას ეზოს ფოტოები წარუდგინა და ნაგავსაყრელად ქცეულად მოიხსენია.

„ამ ფოტოებზე ასახული ნაგავსაყრელი მერაბ კოსტავას სახლის ეზოა, სადაც ჩაისახა და დაიწყო ეროვნული მოძრაობა. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში, როცა ჩვენ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ სუვერენიტეტზე, ეროვნული მოძრაობის სიმბოლოს მერაბ კოსტავას სახლი იყოს ამ მდგომარეობაში. ეს ფოტო ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და წარმოაჩენს თქვენს ნამდვილ დამოკიდებულებას ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებებისადმი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს