ანა ნაცვლიშვილი - ჩემი კოლეგების მხრიდან პანსიონში მისვლა გაუგებარი როლით მოხდა - პარლამენტის ფუნქცია ზედამხედველობაა და არა მორიგება

მაშინ, როდესაც პირველად დავსვი ნინოწმინდის საკითხი, არავინ ეს არ შეიმჩნიეთ, ასევე არის შუქრუთის პირამოკერილ მუშებთან დაკავშირებით. მაინც და მაინც უნდა მოკვდეს რომელიმე მოშიმშილე, რომ შემდეგ სამძიმრის განცხადებები გააკეთოთ? - ასე მიმართა უმრავლესობის წევრებს ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის საზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნაცვლიშვილი ასევე გამოეხმაურა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს. მისი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პანსიონის ტერიტორიაზე მისვლა სრულად გაუგებარი როლით მოხდა. მისივე თქმით, პარლამენტის ფუნქცია არის ზედამხედველობა და არა მორიგება, ან საკითხების დალაგება.

„დაახლოებით 1 თვის წინ ამ ტრიბუნიდან პირველად ამ დარბაზში დაისვა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხი ჩემს მიერ. მიხარია, რომ დღეს მხოლოდ მე არ ვარ, ვინც ამ თემაზე საუბრობს. ზოგიერთ კოლეგას არ დავეთანხმები ფორმულირებებში, მაგრამ კარგია, რომ ამ თემამ შემოაღწია პარლამენტში. საკითხი სწორად მაინც არ ისმის, ჩვენი ფუნქცია ის კი არ არის, რომ მედიაცია და მომრიგებლობა ვიკისროთ, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც სავარაუდო ძალადობის ფაქტებზეა საუბარი პანსიონში, რაც ვნახეთ რამდენიმე დღის წინ და წარმოადგენდა ბავშვთა კანონმდებლობის დარღვევას. ჩემი კოლეგების მხრიდან მოხდა იქ სრულად გაუგებარი როლით ჩასვლა, პარლამენტი არის საზედამხედველო ორგანო და რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები არათუ არ მოქმედებენ კოორდინირებულად, არამედ სრული დაბნეულობა და გაუმჭვირვალობაა, რაც წარმოუდგენელი ამბავია. პარლამენტის ფუნქცია არის ზედამხედველობა და არა მორიგება, ან დალაგება საკითხების, გთხოვთ ეს საკითხიც ამ ჭრილში იყოს განხილული. წარმოუდგენელია, რომ პარლამენტში არსებობს ბავშვთა საბჭო, რომელიც ხმას არ იღებს ამდენი ხანია საკითხთან დაკავშირებით.

მაშინ, როდესაც პირველად დავსვი ნინოწმინდის საკითხი, არავინ ეს არ შეიმჩნიეთ, ასევე არის შუქრუთის პირამოკერილ მუშებთან დაკავშირებით. მაინც და მაინც უნდა მოკვდეს რომელიმე მოშიმშილე, რომ შემდეგ სამძიმრის განცხადებები გააკეთოთ? ამ ადამიანებმა ღიად თქვეს, პირის ამოკერვაზე უფრო მტკივნეული დუმილია, რომელსაც ვიღებთ ხელისუფლების მხრიდანო. მარტო არიან შეტოვებული ვითომ კომპანიას, რომელიც მათი სიცოცხლით ვაჭრობს, იღებს მილიონებს და ამ ადამიანებს საცხოვრებელი სახლი ენგრევათ, ამაზე დღემდე არცერთ ოფიციალურ უწყებას პასუხისმგებლობა არ აუღია“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა