ვახტანგ მეგრელიშვილი - ამ ქვეყანაში უფრო მეტია ოჯახი, ვისაც ბავშვის აყვანა უნდა, ხოლო სახელმწიფო შუაში დგას იმ ადამიანებს შორის ვინც საკუთარ შვილებს ვერ უვლის და  ვისაც ამ ბავშვების აყვანა უნდა

ამ ქვეყანაში უფრო მეტია ოჯახი, ვისაც ბავშვის აყვანა და გაზრდა უნდა, ხოლო სახელმწიფო შუაში დგას იმ ადამიანებს შორის ვინც საკუთარ შვილებს ვერ უვლის და ვისაც ამ ბავშვების აყვანა უნდა - ეს არის პრობლემა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

მეგრელიშვილმა დღეს წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ „ბავშვთა უფლებების კოდექსზეც“ ისაუბრა. როგორც მეგრელიშვილმა განმარტა, „ბავშვთა უფლებების კოდექსთან“ დაკავშირებით აწუხებს ის, რომ აკრძალულია ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტსალონსა და კაფეში, 22:00 საათიდან. მეგრელიშვილის თქმით, კანონის ეს ნაჩაწერი იმას ნიშნავს, რომ „იაგო და სანდრო მის შვილებს ვერც ინტერნეტ სალონში და ვერც კინოში ვერ წაიყვანენ, რადგან ამისთვის 1000-ლარიან ჯარიმას გამოუწერენ“.

„მინდა ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე და მასთან დაკავშირებულ სკანდალზე გამოვთქვა აზრი. დღეს ყველა დამნაშავეს ეძებს. ვინ არის დამნაშავე? - შეიძლება დამნაშავეა სპირიდონი, შეიძლება დამნაშვე არიან მშობლები, ვინც იქ ბავშვები მიაბარეს, შეიძლება - სახელმწიფო ან სახალხო დამცველი. ყველას ექნება ბრალის და რაღაც დამსახურების თავისი წილი, რაც უსამართლოდ არის იგნორირებული.

დისკუსია ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე დღეს დამნაშავის ძებნა. მაგალითად, რას ნიშნავს ადამიანის სიცოცხლის უფლება? - ეს ნიშნავს იმას, რომ არავის აქვს ჩემი მოკვლის უფლება. რას ნიშნავს ადამიანის თავისუფლება? - ეს ნიშნავს, რომ არავის აქვს ჩემი დატყვევების უფლება. საკუთრების უფლება ნიშნავს, რომ ჩემს სახლში ჩემი ნებართვის გარეშე ვერავინ შემოვა და იქ ვერ დაიწყებს ცხოვრებას. პრობლემა იწყება მაშინ, როცა ადამიანებს ჯგუფებად, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებად ვუყურებთ: - ბავშვებად, ქალებად... კვოტის თემაც ხომ იგივე თემაა და აქედან ვიქმნით მათზე წარმოდგენას. ამას იდენტობის პოლიტიკა ჰქვია და დასავლეთის სამყაროსთვის დიდი პრობლემაა. იდენტობის პოლიტიკა ჰქვია ადამიანის დაყოფას ჯგუფებად: - ქალებად, ბავშვებად, ლგბტ თემის წარმომადგენლებად, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებად, ღარიბებად და შეძლებულებად. რისთვის? - იმისთვის, რომ მერე სახელმწიფომ მათი უფლებები გამოიგონოს და შემდეგ შექმნას ბიუროკრატია, რომელიც ამ ჯგუფებს მათი უფლებების შესაბამისი საჩუქრების დარიგებაში დაეხმარება“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა