ალეკო ელისაშვილი - ყველამ იცის, რომ გვინდა პენსიონერებისთვის სესხებზე არაადამიანური პროცენტი ადამიანური იყოს - მაქვს მოლოდინი, რომ ისინი შეიტყობენ მათთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციას

ყველამ იცის, რომ გვინდა პენსიონერებისთვის სესხებზე არაადამიანური პროცენტი ადამიანური იყოს - მაქვს ობიექტური და გონივრული მოლოდინი, რომ პენსიონერები შეიტყობენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, პენსიონერებისთვის თითოეულ თეთრსა და ლარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მინდა პენსიონერებს ანგარიში ჩავაბარო. ყველამ იცის, რომ ჩვენ ამ საკითხს ვართ შეჭიდებულები, გვინდა პენსიონერებისთვის სესხებზე ეს არაადამიანური პროცენტი ადამიანური იყოს, მათთვის თითოეულ თეთრსა და ლარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ასევე, ყველამ იცის, რომ პარლამენტში ერთობლივი სამუშაო ჯგუფია შექმნილი, სადაც ერთი მხრივ, ირაკლი ზარქუაა ჩართული, მეორე მხრივ, მე და ლევან იოსელიანი ვმონაწილეობთ, სხვა კოლეგებსაც, თუ ადარდებთ ეს თემა, ამ ჯგუფს შემოუერთდნენ.

მინდა პენსიონერებს მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ უბრალოდ განცხადებებისთვის არ ვსაუბრობთ ხოლმე ამ პრობლემაზე. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან, მისი ორგანიზებით იყო სამუშაო შეხვედრა, შეხვედრაზე, ფინანსთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელები იყვნენ. სამუშაო ჯგუფის წევრების პარალელურად სენატორებთან იყო შეხვედრა და მხოლოდ ამის გამო ვერ დავესწარი.

ეს თემა დაძრულია, არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მაქვს ობიექტური და გონივრული მოლოდინი, რომ განსაკუთრებით ამ შეხვედრის და ამ მთელი პროცესის შედეგად პენსიონერები შეიტყობენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას“, - აღნიშნავს ელისაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს