მამუკა ხაზარაძე უმრავლესობას - მოღალატეობრივი შეფასება გახარიასი უნდა გაგეკეთებინათ მაშინ, როცა მან ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტი - ანაკლიის პორტი ჩააგდო

მოღალატეობრივი შეფასება ამ ადამიანის უნდა გაგეკეთებინათ მაშინ, როდესაც მან ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტი - ანაკლიის პორტი ჩააგდო. ამას არ ვლაპარაკობ პოლიტიკური განცხადების გამო, ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგიმყარებთ, რომ ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, უკვე ერთი თვეა პარლამენტშია და უმრავლესობის არცერთ წევრს კითხვაც კი არ დაუსვამს „რეალურად რა მოხდა და რატომ გაჩერდა ამხელა პროექტი“.

„აშშ-ს ინიციატივით საქართველოს გამოეყო დამატებითი ვაქცინები, თუმცა ჩვენს მხარეს სიტუაცია არის დრამატული. არის სავალალო მენეჯმენტი ვაქცინაციის მიმართულებით საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ თუ უფრო გაიწელება ეს მდგომარეობა უფრო გვიან გაიხსნება ეკონომიკა. სწორედ ის მენეჯმენტია უსუსური, რომლის პირველი პირიც თქვენ მიერ შერაცხული იქნა ყველაზე ძლიერ კრიზის მენეჯერად. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ თქვენი არაფორმალური თავმჯდომარის შეფასება გიორგი გახარიას მიმართ, რომ იგი არის მოღალატე. მე არ ვერევი თქვენ ეპითეტებში, მაგრამ როგორ პასუხისმგებლობას იღებთ 2020 წლის იმ ბიუჯეტზე, რომელიც პრაქტიკულად ჩავარდნილია და ყველა პარამეტრით გასულია ნორმებიდან. მოღალატეობრივი შეფასება ამ ადამიანის უნდა გაგეკეთებინათ მაშინ, როდესაც მან ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტი - ანაკლიის პორტი ჩააგდო. მე ამას არ ვლაპარაკობ პოლიტიკური განცხადების გამო, ამას ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგიმყარებთ, რომ ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის მიმართ. უკვე ერთი თვეა პარლამენტში ვარ მოსული და არცერთ თქვენგანს კითხვაც კი არ დაგისვამთ რეალურად რა მოხდა და რატომ გაჩერდა ამხელა პროექტი. იქნებ მოგესმინათ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, რომ გარკვეულიყავით რა მოხდა, შემდეგ შეგეძლოთ დამთანხმებულიყავით ან არა“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მან უმრავლესობის წევრებს პარლამენტში ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც ქვეყანაში „კონკრეტულ ნაბიჯებს დადებს“.

,,თქვენ ინიციატივით გამოხვედით ნატოსთან მიმართებაში, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. ეს არის ქვეყნის მუდმივი სტრატეგიული ინტერესი, დავინახე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს გეგმა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, შემოვდივარ წინადადებით, რომ შეიქმნას პარლამენტის ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც დადებს ამ ქვეყანაში კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ჩვენ ყოველგვარი პოლიტიკის და თავდასხმის გარეშე გვექნება ეკონომიკური მიმართულება, რომელსაც დაეთანხმება ყველა. ამ კინკლაობაში დავიწყებულია ხალხი, რომელიც ღატაკდება. საქმეზე არავინ არ საუბრობს, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ასეთი კომისია შეიქმნას“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა