გივი მიქანაძე - მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმა იყო ყოფილი პრემიერის გადადგომა, ვერც „ნაცმოძრაობამ“ შეძლო ხელისუფლების რევოლუციური გზით დაბრუნების  სცენარის განხორციელება

მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმა იყო ყოფილი პრემიერის გადადგომა, ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ასოცირებულმა განშტოებებმა შეძლეს ხელისუფლების რევოლუციური გზით დაბრუნების ყველა წინასწარ დადგმული სცენარის განხორციელება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მან ისაუბრა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე და აღნიშნა, რომ კომისიამ მაქსიმალური ღიაობით და ნეიტრალურობის დაცვით განახორციელა ყველაზე პრობლემური საარჩევნო უბნების იდენტიფიცირება. ამასთან, მიქანაძის თქმით, მცირე ტექნიკური ხარვეზების გარდა არსებითი პრობლემა არ გამოკვეთილა, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

მისვე განმარტებით, ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას და საზოგადოების წინაშე კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მხრივ თავის არიდებას ამართლებს კომისიისადმი უსაფუძვლო უნდობლობით.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღემდე არ აწერს ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს შემოვიდა პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც 7 თვის განმავლობაში ეჭვქვეშ აყენებდა. მთელი საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდა ვინ არ აწერდა ხელს ჯერ კრისტიან დანიელსონის, შემდეგ შარლ მიშელის ინიცირებულ დოკუმენტებს, ვის არ უნდოდა მოლაპრაკებების წარმატებით დასრულება და ვინ მოქმედებდა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმა იყო ყოფილი პრემიერის გადადგომა, ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ასოცირებულმა განშტოებებმა შეძლეს ხელისუფლების რევოლუციური გზით დაბრუნების ყველა წინასწარ დადგმული სცენარის განხორციელება, ისევე, როგორც ყოფილი პრემიერის მცდელობა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ არის „ოცნება 2 პროექტი“ წარუმატებელი და ჩანასახშივე განწირული აღმოჩნდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, მინდა ვუთხრა, მიუხედავად იმისა, რომ არ მობრძანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ უარი განაცხადეთ დასავლურ ღირებულებებზე, მაინც მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა. სხვა შემთხვევაში, ისედაც შემცირებული მხარდამჭერთა რიცხვი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ დღითიდღე შეგიმცირდებათ, რისი თვალსაჩინო შედეგი შემოდგომის არჩევნები იქნება“, - აცხადებს მიქანაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო