თეონა აქუბარდია -  ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ყველაფერს გააკეთებს შეთანხმების შესრულებისთვის

გასულ კვირას დარეგისტრირდა კიდევ ერთი ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და ფრაქციის მთავარი მიზანი იქნება, რომ შესრულდეს შეთანხმება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს სულისკვეთება და თითოეული პუნქტი, - ამის შესახებ, ახალშექმნილი ფრაქციის წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დელეგაცია, რომელთა ვიზიტიც გასულ კვირას განხორციელდა საქართველოში, ერთხმად აღნიშნავდა იმ გარემოებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს შარლ მიშელის შეთანხმებას ქვეყნის მომავლისთვის, იმ მომავლისთვის, რომელიც აირჩია ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ და რაც არის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანება.

„ჩვენ როდესაც გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გავერთიანებულიყავით ამ ფრაქციაში - „რესპუბლიკური პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და დამოუკიდებელი დეპუტატები, მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ამ შეთანხმების შესრულება მომსახურებოდა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას და იმ საგარეო პოლიტიკურ ინტერესს, რომლითაც ჩვენ, მათ შორის, ამ განცხადებითაც გავერთიანდით. საკითხები, რომლებზეც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა ამ კვირას გააკეთეს აქცენტები არის საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, რომელიც არის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიისთვის და გვაქვს ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები, აუცილებელია სამუშაო ჯგუფის გააქტიურება იმისთვის, რომ სასამართლო რეფორმა როგორც ამას შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს, განხორციელდეს და ამ კუთხით საქართველოს დაუფიქსირდეს პროგრესი“, - განაცხადა აქუბარდიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა