მამუკა ხაზარაძე - მე შემოვდივარ წინადადებით, რომ შეიქმნას პარლამენტში ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფი

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართა, შეიქმნას საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის სტრატეგიულ გეგმას.

„თქვენ ბატონო კახა, გუშინ ინიციატივით გამოხვედით ნატოსთან მიმართებაში, მე როგორც ოპოზიციონერმა და ჩვენ, ყველამ მხარი დავუჭირეთ ამ ინიციატივას. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივა. ეს არ არის თქვენი ან „ოცნების“ ან ოპოზიციის. ეს არის ქვეყნის, სტრატეგიული ინტერესი. ასეთი სტრატეგიული მიმართულებები ჩვენ ქვეყანას სხვაც აქვს, მაგალითად ეკონომიკა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა.

მე დავინახე, რომ „ქართულ ოცნებას“ გეგმა არ აქვს ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის. არ არსებობს არავითარი სტრატეგიული ხაზები. ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით. ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა - მე შემოვდივარ წინადადებით, რომ შეიქმნას პარლამენტში, პროფესიონალების, ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც დადებს ამ ქვეყანაში კონკრეტულ გეგმას, განსაზღვრავს ნაბიჯებს, როგორ გამოვიდეს ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. ჩვენ, ყოველგვარი პოლიტიკის, ყოველგვარი თავდასხმის გარეშე, გვექნება ეკონომიკური მიმართულება, რომელსაც დაეთანხმება ყველა. ამ კინკლაობაში, დავიწყებულია ყველაზე მთავარი, ადამიანი, რომელიც ღატაკდება. არ მინდა ეს მაღალფარდოვან სიტყვებად მოგეჩვენოთ, ყველა ამაზე საუბრობს მაგრამ, საქმეზე არავინ ლაპარაკობს, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ესეთი კომისია შეიქმნას.” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა