მამუკა მდინარაძე გახარიაზე - ამ ადამიანს, რომელიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა - ვინ აფინანსებს ამ ე.წ. მოძრაობას

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტის გიორგი გახარიას გუნდმა ჭორზე აგებული კამპანია დაიწყო. როგორც მან პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გიორგი გახარიას ნამდვილად მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, რატომ გადადგა რეალურად, ვინ აფინანსებს და ვის ინტერესებს ემსახურება.

„ არ შემიძლია არ შევეხო გიორგი გახარაის თემას და მის ახლად შექმნილ პარტიას, ჩვენ ძალიან უხერხულად ვგრძნობდით თავს გასაგები გარემოებების გამო, ხმა არ ამოგვიღია პრაქტიკულად რამდენიმე კვირის თუ თვის განმავლობაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მართლაც ჭორზე აგებული კამპანია დაიწყეს და რეგიონებში 700-800 ადამიანზე მეტს მოუყვნენ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, შემდეგ ჩვენც იძულებულები გავხდით და ის ადამიანი, ვისი სახელითაც სპეკულირებდნენ და აპელირებდნენ ტუილზე, ჭორზე. ის იძულებული გახდა ამის შესახებ საჯაროდ ელაპარაკა. ამ ადამიანს, რომელიც გუშინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა. ეს ადამიანი გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნოდა ლეგიტიმურად სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დაკავება?! რას უცვლიდა 2-3 დღე? დღეს ამაზე რაციონალური არგუმენტი ჯერ არ მოგვისმენია. ვინ აფინანსებს ამ ე.წ. მოძრაობას, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს. აქედან გამომდინარე, დღესაც მათ საქმეს ხომ არ აკეთებს, ვის წისქვილზე, ნებსით თუ უნებლიეთ, დაასხა წყალი ამ ადამიანმა და მისმა მოქმედებამ“,-განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს