მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწეროს, სხვანაირად მათ შემოსვლას არანაირი ფასი არ აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს. როგორც მან საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, სხვაგვარად „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას, ფასი არ აქვს.

„6 თვე აჯანჯღარეს ეს ქვეყანა მოგონილი არგუმენტებით, გაყალბებული არჩევნების ცრუ პროექტით, ისეთივე ცრუ პროექტით, როგორიც ჩავარდა გუშინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ. დღეს ვერ ბედავენ იმიტომ, რომ პოლიტიკურ განცხადებებს პოლიტიკური ძალა უნდა, რომ დასწრებოდნენ და ჩართულიყვნენ, ვერც ეს გაბედეს, მაგრამ მათ მოუწევთ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერონ, სხვანაირად მათ შემოსვლას არანაირი ფასი არ აქვს. ისინი უნდა შეუერთდნენ შარლ მიშელის შეთანხმებას. თავის დროზე, ჩვენ მათგან სახელმწიფო ინსტიტუტების, კანონის და სახელმწიფოს დაცვა მოგვიწია. ახლა, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, გვიწევს ევროპული მედიაციით გაფორმებული შეთანხმების დაცვა, ეს მათ მოუწევთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო