ხატია დეკანოიძე - ამნისტიის შესახებ კანონპროექტი იმიტომ ჩახსნეს, რომ შეეშინდათ ჩვენი პარლამენტში შემოსვლის

ჩვენ ,,ქართული ოცნების” დღის წესრიგით არ მივდივართ, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს თავისი სტრატეგია, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა და ამ პარლამენტს ვუყურებთ როგორც გარდამავალ პარლამენტს, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობას პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მისვლის შეეშინდა და ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ამიტომ გადადო.

,,ჩვენ ვაპირებთ სხდომათა დარბაზში შესვლას. როგორც მივხვდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს იმიტომ, რომ შეეშინდათ ჩვენი შემოსვლის. ახლა ძალიან წყნარად, მშვიდად ავალთ ფრაქციის ოთახში, შევიკრიბებით და გადავინაცვლებთ სხდომათა დარბაზში. ჩვენ ,,ქართული ოცნების” დღის წესრიგით არ მივდივართ, „ნაციონალურ მოძრაობას” აქვს თავისი სტრატეგია, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა და ამ პარლამენტს ვუყურებთ როგორც გარდამავალ პარლამენტს. ძალიან მალე თვითმმართველობის არჩევნები იქნება, ამას მოჰყვება ვადამდელი არჩევნები, მანამდე ჩვენ დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით მომზადებულ “ამნისტიის პროექტს“ პარლამენტი დღეს აღარ განიხილავს. მეორე მოსმენით ჩანიშნული პროექტის განხილვის გადადების ინიციატივა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დასვა, რაც პროექტის ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა გაიზიარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა