რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ქართველი მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორისა და მწერალს რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს, 10 ივნისს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის (რეზო გაბრიაძის თეატრი) შენობაში გაიმართება.

რეზო გაბრიაძის ცხედარს ანჩისხატის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.

ცნობისთვის, რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა