ირაკლი ზარქუა - ეჭვი მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ციფრებს უმალავენ

ეჭვი უნდა გამოვთქვა, რომ მამუკა ხაზარაძეს ციფრებს უმალავენ. წეღან თქვა, ბიუჯეტს პრობლემა შეექმნებაო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„მიუხედავად პრობლემებისა, მიუხედავად იმისა, რომ საბოტაჟს უწყობდა ოპოზიცია ამ ქვეყანას, ბიუჯეტის პირველი კვარტალი გადაჭარბებით შესრულდა - 101%-ით. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ექვსი თვე საბოტაჟს უწყობდით, მაინც დაიჯერეს ჩვენმა ინვესტორებმა და ხუთ თვეში 160 მილიონი შემოვიდა - პრივატიზაცია მიდის. საგარეო ვაჭრობა 4 მილიარდამდე ავიდა და 12% ზრდაა. ჩვენ გვიხარია, ალბათ თქვენც უნდა გაგიხარდეთ, წესით. წმინდა ექსპორტი გაზრდილია 25%-ით, მიხარია ეს და ძალიან ამაყი ვარ. და ბოლოს, ჩამოვყალიბდეთ ამ ციფრებზე. ერთ ციფრს მე სხვანაირად რატომ ვხედავ და თქვენ სხვანაირად. ეკონომიკური ზრდა რომ გვქონდა 44% აპრილის თვეში და საბოლოო ჯამში რომ დაჯდა იანვარი - აპრილი 8 % ზრდა, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ბავშვებს გაუორმაგა დახმარებები 50-დან 100 ლარამდე და მადლობა ამისთვის ღარიბაშვილს. ეს არის ციფრები“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს