თინა ბოკუჩავა - ამნისტიის კანონის განხილვა გადადეს, სავარაუდოდ, ძალიან შეეშინდა  ოხანაშვილს - მელიას პირველი გამოსვლა  სხდომაზე სწორედ ამნისტიის კანონზე იქნებოდა

ამნისტიის კანონის განხილვა გადადეს, სავარაუდოდ, ძალიან შეეშინდა ბატონ ოხანაშვილს, ნიკა მელიას პირველი გამოსვლა პლენარულ სხდომაზე სწორედ ამნისტიის კანონზე იქნებოდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ნიკა მელია მთავარ განაცხადს გააკეთებს პარტიის გეგმებთან დაკავშირებით, როგორ ხედავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ფუნქციას პარლამენტში.

„ამნისტიის კანონის განხილვა გადადეს, სავარაუდოდ, ძალიან შეეშინდა ბატონ ოხანაშვილს, ნიკა მელიას პირველი გამოსვლა პლენარულ სხდომაზე სწორედ ამნისტიის კანონზე იქნებოდა. გასაგებია ეს ყველაფერი, ისინი ფორმალურად უმრავლესობაში არიან, გამოიყენეს ეს და შეცვალეს დღის წესრიგი, მაგრამ არა უშავს, პოლიტიკური გამოსვლის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, გვექნება.

ნიკა მელია მთავარ განაცხადს გააკეთებს, თუ რა გეგმები აქვს, როგორ ხედავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ფუნქციას ამ პარლამენტში. მე ვთვლი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა ამ პარლამენტში უნდა იყოს ის, რომ მოვამზადოთ საკანონმდებლო ჩარჩო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, აქ უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების რეფორმა“,-აღნიშნავს ბოკუჩავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა