ირაკლი ჩიქოვანი - არ მივესალმები იმას, რომ 6 თვის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიცია ყურით ატარა  და საკუთარი დღის წესრიგის მძევლებად გახადა

„ძალიან ბევრი საუბარი მოვისმინე იმაზე, თუ როგორ მიესალმებიან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, მაგრამ მე არ მივესალმები იმას, რომ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიცია ყურით ატარა და საკუთარი დღის წესრიგის მძევლებად გახადა“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მზაობა გამოხატა და თანამშრომლობს ყველასთან და ასევე თანამშრომლობისკენ მოუწოდა ოპოზიციას.

„შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ყველა ოპოზიციურმა ძალამ, დაიცვან ის და იმუშაონ ყველასთან ერთად საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის სულისკვეთება, რომელზეც საუბრობს შარლ მიშელის დოკუმენტი და საუბრობს ყველა ჩვენი პარტნიორი. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. დიახ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან და ამისთვის მზაობა გამოვხატეთ, მაგრამ ითანამშრომლეთ ისე რომ თქვენც გქონდეთ კონკრეტული წინადადებები. შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პასუხისმგებლობა თქვენი წარმოდგენით, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაზეა. ეს ასე არ არის. არ შეიძლება და ვერ მოხდება ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ცალ კარში ითამაშოთ. თქვენც გჭირდებათ პასუხისმგებლობის აღება და მნიშვნელოვანი რეფორმები ერთად უნდა გავატაროთ. ამ თანამონაწილეობაში ვგულისხმობთ იმას, რომ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტილებაში არა ბელეტრისტიკით არამედ რეალურად საქმით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა