ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მათი  დისკომფორტი არ გაიშვას, უპრინციპოები

იყვნენ კუთხეში თავჩაღუნულები და მოისმინონ მწარე სიმართლე ყოველთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთ უსამართლობას არ „გაუტარებს“ და ყოველთვის არგუმენტირებულ პასუხს გასცემს.

„პირადად მივესალმები, ოღონც რაიმე საქმიანი განცხადება ჰქონდეთ, მთელი ამ 7 თვის განმავლობაში რომ დარბოდნენ გარეთ, ახლა ხომ მიხვდნენ, რომ სულ ფუჭი იყო, ხომ მიხვდნენ ახლა რომ სულ ტყუილად, მაინც ხომ მოუწიათ აქ შემოსვლა და ამ სიმართლის მოსმენა. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც, თუ ვინმე ჭკვიანურს იტყვის, მზად ვართ მოვისმინოთ, მათ შორის ბიუჯეტის თემაზე, მათ შორის სამართლიან სასამართლოზე, საარჩევნო კანონმდებლობაზე და ა.შ. მიშელის დოკუმენტს ხელს არ ვაწერთო, იმ დოკუმენტის საფუძველზე არიან, ახლა თითქოს რომ ჰქონიათ ლეგიტიმაცია მიიღეს და მას ხელს არ აწერენ?! მაშინ რისთვის შემოვიდნენ? შეგახსენებთ, იქ წერია სააარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო რეფორმაზე, როგორ ავირჩიოთ მთავარი პროკურორი, საარჩევნო სისტემის ხელმძღვანელი. თუ ესეც არ აინტერესებთ, მაშინ ხელფასებისთვის, თანამდებობისთვის შემოდიან? მათი დისკომფორტი არ გაიშვას, უპრინციპოები, ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულები, შემოვიდნენ ახლა აქ და დასხდებიან. აქ ახლა დახვდებათ ყოველთვის არგუმენტირებული პასუხი, ვინც რაც არ უნდა თქვას, უსამართლობას არ გავუტარებთ. კი ბატონო, იყვნენ კუთხეში თავჩაღუნულები და მოისმინონ მწარე სიმართლე ყოველთვის, რასაც ამ 7 თვის განმავლობაში ჩვენ და მტელი ევროპა ეუბნებოდა“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა