“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათთან ერთიანი ბლოკით არჩეული დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათთან ერთიანი ბლოკით არჩეული დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ.

მათ პლენარულ სხდომაზე, სადეპუტატო სავარძლები მაშინ დაიკავეს, როცა პარლამენტის ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერს ლევან იოსელიანს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების პროექტი გაჰქონდა. “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ტრიბუნიდან სწორედ ლევან იოსელიანმა მიმართა და აღნიშნა, რომ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა ისტორიულ დღეს უწევს.

“პირველ რიგში, პარლამენტში შემობძანებას გილოცავთ. არ ვაპირებ ტრიბუნა იმისთვის გამოვიყენო, რომ პასუხები გავცე ყველა იმ ბრალდებასა და ტალახს, რაც თქვენ და თქვენმა პარტიამ მე და ალეკოს გვესროლეთ. ამის საშუალება აუცილებლად გვექნება და პასუხს აუცილებლად გაგცემთ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ სამართალი ნამდვილად ურმით დადის და დღეს ის დღეა, როცა სამართალმა პური ჭამა - თქვენ სხედხართ აქ, მე ვდგავარ ტრიბუნაზე და გესაუბრებით“, - მიმართა ლევან იოსელიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესულ კოლეგებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა