არჩილ თალაკვაძე - ვიდრე მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, რჩებიან მარგინალურ ზონაში - არასდროს დავუშვებთ, რომელიმე ანტისისტემურმა პარტიამ, მათ შორის „ნაცმოძრაობამ“  სერიოზული მხარდაჭერა ან მართვის ბერკეტი მოიპოვოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" 7-თვიანი საბოტაჟი უშედეგო იყო და სანამ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, მარგინალურ ზონაში რადიკალურ პარტიად დარჩება.

როგორც თალაკვაძემ ჯურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი არასდროს დაუშვებს, რომ რომელიმე ანტისისტემურმა პარტიამ, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" სერიოზული მხარდაჭერა ან მართვის ბერკეტი მოიპოვოს.

"ნაციონალურ მოძრაობას" 7-თვიანი უშინაარსო, ანტისხელმწიფოებრივი საბოტაჟის შემდეგ მოუწია პარლამენტში შემოსვლა იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და არავის ეპატიება მოქალაქეების არჩევანის უგულებელყოფა, არავის ეპატიება საზოგადოების მოტყუება.

სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ისინი რჩებიან მარგინალურ ზონაში, როგორც რადიკალური პოლიტიკური პარტია. ისინი რჩებიან ევროპული ღირებულებების მიღმა, სანამ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიღწეულ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. დანარჩენს ნახავთ პარლამენტის დარბაზში რა პასუხსებს მიიღებენ. მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რომ მათი მუქარა, ხმამაღალი განცხადებები და საბოტაჟი იყო უშედეგო და ეს არის დასრულებული. არასდროს დავუშვებთ, რომ რომელიმე ანტისისტემურმა პარტიამ, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" სერიოზული მხარდაჭერა ან მართვის ბერკეტი მოიპოვონ. ისინი ოპოზიციაშიც მძიმე კონკურენციის ქვეშ არიან",- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა